ირაკლი კობახიძე -  რადიკალური ოპოზიცია როცა ყველაფერს აკეთებს, რათა პოლარიზაცია გაიზარდოს, ეს შარლ მიშელის დოკუმენტის პირდაპირი დარღვევაა
ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია როცა ყველაფერს აკეთებს, რათა პოლარიზაცია გაიზარდოს, ეს შარლ მიშელის დოკუმენტის პირდაპირი დარღვევაა

ყველამ კარგად ნახა, გუშინ ვინ დაარღვია არა მარტო ეთიკის ნორმები, არამედ რეგლამენტი და ზოგადი წესები. ის დესტრუქცია, რომელსაც ისინი ახორციელებენ, პირდაპირ წინააღმდეგობაშია შარლ მიშელის დოკუმენტთან, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ქმედებები არ თავსდება საერთო სულისკვეთებასთან, რომელიც უნდა იყოს ნორმალურ პოლიტიკურ დღის წესრიგში.

„საზოგადოება ხედავს ყველაფერს, ის დესტრუქცია, რომელსაც ისინი ახორციელებენ, პირდაპირ წინააღმდეგობაშია შარლ მიშელის დოკუმენტთან. მიშელის დოკუმენტი ხომ არ იყო თვითმიზანი, მას ჰქონდა ერთი მარტივი მიზანი – პოლარიზაციის შემცირება. როდესაც ჩვენი ოპონენტები რადიკალური ოპოზიციიდან ყველაფერს აკეთებენ, რათა პოლარიზაცია არათუ შემცირდეს, არამედ პირიქით, გაიზარდოს, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტის ძალიან უხეში და პირდაპირი დარღვევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.