ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია მძიმედ დამარცხდა და არის უსუსური მცდელობა, სახე შეინარჩუნონ, ლიბერალური ფაშიზმის არავის ეშინია, ჩვენი გუნდის წევრებს არ ეშინიათ ფაშისტური ბულინგის
ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია მძიმედ დამარცხდა და არის უსუსური მცდელობა, სახე შეინარჩუნონ, ლიბერალური ფაშიზმის არავის ეშინია, ჩვენი გუნდის წევრებს არ ეშინიათ ფაშისტური ბულინგის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია სახის შესანარჩუნებლად ფაშისტურ ქმედებებს მიმართავს.

ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ეხებოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისთვის მხარდაჭერის შემდეგ მათი ოჯახის წევრების მიმართ სიძულვილის კამპანია ხორციელდება.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებს ფაშისტური ბულინგის არ ეშინიათ.

„რეალურად, რადიკალური ოპოზიცია ძალიან მძიმედ დამარცხდა და ეს არის ერთგვარი უსუსური მცდელობა, რომ სახე შეინარჩუნონ, თუ სახე საკუთარი მხარდამჭერებისთვის, თუმცა ეს ყველაფერი ვერ იქნება წარმატებული. ეს არის ლიბერალურ-ფაშისტური ქმედებები, რომლებსაც ისინი შეიძლება გეგმავდნენ, თუმცა ამ ლიბერალური ფაშიზმის არავის ეშინია, განსაკუთრებით, ჩვენი გუნდის წევრებს არ ეშინიათ ასეთი ფაშისტური ბულინგის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.