ირაკლი კობახიძე – რადიკალური ოპოზიცია, ეს უცხოური აგენტურა არის უკიდურესად დასუსტებული, ამას უკავშირდება სააკაშვილის დაპირისპირება საკუთარ თანაგუნდელებთან

15:52, 12.08.2026

რადიკალური ოპოზიცია, სინამდვილეში ოპოზიციაც არ არის, ეს უცხოური აგენტურა არის უკიდურესად დასუსტებული და ნებისმიერი შიდა დაპირისპირება არის ამ იმუნიტეტის დაქვეითების, სისუსტის გამოვლინება და ამას უკავშირდება სააკაშვილის დაპირისპირება საკუთარ თანაგუნდელებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უცხოური აგენტურა საქართველოში არის უკიდურესად დასუსტებული.

„თქვენ იცით, რომ რადიკალური ოპოზიცია, სინამდვილეში ოპოზიციაც არ არის, ეს უცხოური აგენტურა არის უკიდურესად დასუსტებული და ნებისმიერი შიდა დაპირისპირება არის ამ იმუნიტეტის დაქვეითების, სისუსტის გამოვლინება და ამას უკავშირდება რა თქმა უნდა სააკაშვილის დაპირისპირება საკუთარ თანაგუნდელებთან. მანამდე პარტიები მაინც უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს ამ უცხოურ აგენტურაში, ეხლა უკვე პარტიის შიგნითაც აქვთ აქტიური დაპირისპირება. ეს ყველაფერი არის რა თქმა უნდა, სისუსტის გამოვლინება. უცხოური აგენტურა საქართველოში არის უკიდურესად დასუსტებული. ეს არის მათ შორის გამჭვირვალობის შესახებ კანონის შედეგი, სხვა საკანონმდებლო აქტების შედეგი, რომლებიც ჩვენ მივიღეთ ამ პერიოდის განმავლობაში და ეს არის ზოგადად ჩვენი პოლიტიკის შედეგი, რომლის მიზანია საქართველოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის მტკიცე დაცვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი