ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია არის კოლექტიური ქურქუმალ ვაითი და სირცხვილია, ინგლისური ენის ცოდნას სხვას უმოწმებდნენ 
ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია არის კოლექტიური ქურქუმალ ვაითი და სირცხვილია, ინგლისური ენის ცოდნას სხვას უმოწმებდნენ 

პარლამენტში წარმოდგენილ რადიკალურ ოპოზიციას რომ გადახედოთ, სულ ორმა-სამმა კაცმა იცის ინგლისური, ახლა ეს ადამიანები რომ ვიღაცას უცხო ენების ცოდნას უმოწმებენ, ძალიან დიდი სირცხვილია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებაზე, რომლებმაც თქვეს, რომ ამერიკული კანონის სათარგმნი ინგლისური „ხალხის ძალაში“ არავინ იცის, რაზეც კობახიძემ აღნიშნა, რომ მათ ლევან ხაბეიშვილის ინგლისური მოიკითხონ.

„ეს სირცხვილია, რადიკალურ ოპოზიციას რომ გადახედოთ, პარლამენტში ვინც არის წარმოდგენილი, სულ ორმა-სამმა კაცმა იცის ინგლისური. ახლა ეს ადამიანები რომ ვიღაცას უცხო ენების ცოდნას უმოწმებენ, ეს არის თავისთავად ძალიან დიდი სირცხვილი. ლევან ხაბეიშვილის ინგლისური მოიკითხონ ან მისი სხვა მეგობრების, რომლებიც არიან წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, ამიტომ მათი გადასამოწმებელი არ არის სხვისი უცხო ენების ცოდნა, ისინი არიან კოლექტიური ქურქუმალ ვაითი და ისინი სხვებს უმოწმებენ ინგლისური ენის ცოდნას, უბრალოდ, სირცხვილია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.