ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას სურს, არ მივიღოთ სტატუსი, რათა შემდეგ სცადონ ქვეყანაში ვითარების არევა, გამორიცხულია, ეს მოახერხონ, მაგრამ ყურადღების მოდუნება არ შეიძლება
ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას სურს, არ მივიღოთ სტატუსი, რათა შემდეგ სცადონ ქვეყანაში ვითარების არევა, გამორიცხულია, ეს მოახერხონ, მაგრამ ყურადღების მოდუნება არ შეიძლება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას არ სურს, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ამაზე მიუთითებს მათი მოქმედებები.

„ერთადერთი, რაც უნდა რადიკალურ ოპოზიციას, არის, როგორმე ჩვენ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. გახსოვთ ამასთან დაკავშირებით გუშინდელი წამოცდენებიც. მათ აქვთ ერთადერთი თვითმიზანი, რომ ქვეყანამ დეკემბერში არ მიღოს კანდიდატის სტატუსი, რათა შემდეგ დეკემბერში – ან მანამდე, ოქტომბრიდან – სცადონ რაღაცნაირად ქვეყანაში ვითარების არევა. გამორიცხულია, მათ ეს მოახერხონ, მაგრამ ყურადღების მოდუნება არ შეიძლება. ეს პატარა ნაბიჯებიც არის ამის ნიშანი, არ შემოდიან ჯგუფებში, არ ერთვებიან პროცესებში, რადგან მაშინ საკუთარი დადებითი წვლილი უნდა შეიტანონ კანდიდატის სტატუსის მიღებაში. ამას მაქსიმალურად გაურბიან, რადგან არ უნდათ, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ყველა ნაბიჯი ამის ნიშანია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.