ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს, რომ ოქტომბერში არიოს ვითარება, დასუსტებული არიან, კეზერაშვილის ფულის გარშემო ებრძვიან ერთმანეთს
ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს, რომ ოქტომბერში არიოს ვითარება, დასუსტებული არიან, კეზერაშვილის ფულის გარშემო ებრძვიან ერთმანეთს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში არსებობს ჯანსაღი, კონსტრუქციული ოპოზიცია და რადიკალური ოპოზიცია.

ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას კობახიძემ აღნიშნა, რომ რადიკალურ ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს, ქვეყანაში ვითარება არიოს.

„ოპოზიციას რაც შეეხება, ისინი ორ ნაწილად უნდა გავყოთ. არის ჯანსაღი, კონსტრუქციული ოპოზიცია და რადიკალური. რადიკალურმა ოპოზიციამ რესურსები ამოწურა, თავადვე გახდნენ იმ პროცესების მსხვერპლი, რომელსაც სახელმწიფოს წინააღმდეგ აწარმოებდნენ. აქედან გამომდინარე, მაინცდამაინც დიდი რესურსი არ აქვთ იმისთვის, რომ ოქტომბერში არიონ ვითარება. ამ ყველაფერს საზოგადოება ხედავს. ისინი დღეს დასუსტებული არიან, კეზერაშვილის ფულის გარშემო ებრძვიან ერთმანეთს. ქვეყანაში იქნება სიმშვიდე. ეს მნიშვნელოვანია, რათა ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძეს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომ ოპოზიცია „ოცნებასთან“ გარკვეულ საკითხებზე არ უნდა თანამშრომლობდეს.

„არ ვიცი, ელენე ხოშტარიამ ამ განცხადებაში რამდენი რუბლი აიღო ან კეზერაშვილისგან რამდენი დოლარი. პრინციპში, ესეც არ არის საინტერესო“, – აღნიშნა კობახიძემ.