ირაკლი კობახიძე - რა შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს მოლაპარაკებები, „ქართული ოცნება“ იღებს პასუხისმგებლობას ფართომასშტაბიან საარჩევნო რეფორმაზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მეგობარი ელჩების ფასილიტაციით მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება და „ქართული ოცნება“ ამ პროცესის წარმატებით დასრულების ხელშესაწყობად ყველაფერს გააკეთებს.

მისივე თქმით, რა შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს მოლაპარაკებები, „ქართული ოცნება“ იღებს პასუხისმგებლობას ფართომასშტაბიანი საარჩევნო რეფორმის გატარებაზე.

„როგორც მოგეხსენებათ, გრძელდება მოლაპარაკებების პროცესი ჩვენი მეგობარი ელჩების ფასილიტაციით და „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს ამ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების ხელშესაწყობად.

ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ რა შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს მოლაპარაკებები, „ქართული ოცნება“ იღებს პასუხისმგებლობას ფართომასშტაბიანი საარჩევნო რეფორმის გატარებაზე, რომლის საკვანძო ელემენტები ოპოზიციას მოლაპარაკებების ფარგლებში წარვუდგინეთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა მანდატებს მათივე განცხადების საფუძველზე შეუწყვეტს ყველა დეპუტატს, რომელიც არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს.