ირაკლი კობახიძე - რა რეჟიმში წარიმართება პარტიული გადაწყვეტილების მიღება, ეს არის ჩვენი შიდა სამზარეულო, ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ჩვენთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა
ირაკლი კობახიძე - რა რეჟიმში წარიმართება პარტიული გადაწყვეტილების მიღება, ეს არის ჩვენი შიდა სამზარეულო, ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ჩვენთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა

რა რეჟიმში წარიმართება პარტიული, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, ეს არის ჩვენი შიდა სამზარეულო, ჩვენი საქმე. როდესაც მიიღება ასეთი პრინციპული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, გვაქვს კონსულტაციები გუნდის ყველა ლიდერთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობის დღევანდელი შემადგენლობა მუშაობს კარგად და აპირებს, რომ აღნიშნულ გუნდთან გააგრძელოს მუშაობა.

„რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიციას, ჩვენთვის აქვს ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა, არა მარტო იმის გამო, რომ ის არის ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ჩვენი პარტიის ლიდერი, არამედ იმის გამო, რომ მას აქვს განსაკუთრებული უნარი, სწორი რჩევა მისცეს გუნდს. სხვადასხვა საკითხზე გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია. რაც შეეხება გუნდურ გადაწყვეტილებებს, ეს არის ჩვენი შიდა სამზარეულო, დეტალებზე არ არის სწორი საუბარი, თორემ დასამალი არაფერია. რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, გვყავს არაჩვეულებრივი გუნდი და ამ გუნდით ვაპირებ მუშაობას“, – განაცხადა კობახიძემ.