ირაკლი კობახიძე - რა ინფორმაციაც მაქვს, ჯანმრთელობის კუთხით ყველაფერი წესრიგშია, ყველამ ხომ ვიცით, სააკაშვილი როგორი ადამიანია, რაღაც მომენტში აუცილებლად დაიწყებდა სიმულირებას და ეს მოხდა
ირაკლი კობახიძე - რა ინფორმაციაც მაქვს, ჯანმრთელობის კუთხით ყველაფერი წესრიგშია, ყველამ ხომ ვიცით, სააკაშვილი როგორი ადამიანია, რაღაც მომენტში აუცილებლად დაიწყებდა სიმულირებას და ეს მოხდა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რა ინფორმაციაც მას აქვს, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის კუთხით ყველაფერი წესრიგში აქვს.

კობახიძის თქმით, სააკაშვილისგან მოსალოდნელი იყო, რომ სიმულირებას დაიწყებდა და ასეც  მოხდა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, სახელმწიფო უწყებებს აქვთ პასუხისმგებლობა, რომ ყველანაირი მომსახურება გაუწიონ პატიმარს და ყველა უწყება ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად იმოქმედებს.

„მე რა ინფორმაციაც მაქვს, ჯანმრთელობის კუთხით იყო ყველაფერი წესრიგში, არის ყველაფერი წესრიგში, იყო ასეთი მოთხოვნა, გორშიც არ იყო დიდი აუცილებლობა თავის დროზე, მაგრამ იქაც იქნა გადაყვანილი და ა.შ. უწყება იღებს თავის გადაწყვეტილებას სხვადასხვა მოსაზრებაზე დაყრდნობით. ამ შემთხვევაშიც მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ყველამ ხო ვიცით, ვინ არის სააკაშვილი და როგორი ადამიანია? ყველამ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ის რაღაც მომენტში სიმულირებას აუცილებლად დაიწყებდა, ამ სცენებს აუცილებლად მოაწყობდა ა.შ. წინასწარ ხომ ვიცოდით და ეს მოხდა. ძალიან მარტივად არის ყველაფერი. გააგრძელებს ამას, სახელმწიფო უწყებებს აქვთ იმის პასუხისმგებლობა, რომ ყველანაირი მომსახურება გაუწიონ პატიმარს. ყველა უწყება ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად იმოქმედებს“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ სინამდვილეში არავითარი რთული დიაგნოზი არ არსებობს.

„სახალხო დამცველის ჯგუფმა, თუ რა იყო არ ვიცი, ვერავითარი დიაგნოზი ვერ დადო პრობლემებთან დაკავშირებით. რაც ვიზუალაური დათვალიერებით და რაღაცებით დაადგინეს, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და ასეთი სინდრომი შეიძლება, ჰქონდეს 9 500 პატიმრიდან 9 000-ს, მაგრამ ერთია, ვინც ჭირვეულობს და ითხოვს საზღვარგარეთ გადაყვანას. მათ რომ ჰქონოდათ რაიმე რთული დიაგნოზი, ამ დიაგნოზს პირველი გამოიტანდნენ, მაგრამ არავითარი დიაგნოზი სინამდვილეში არ არსებობს. დადონ დიაგნოზი. ვიმეორებ, ეს არის შესაბამისი უწყების პასუხისმგებლობა, მაგრამ თუ ვინმეს უნდა, რაღაც პოლიტიკური წნეხი განახორციელოს, ვერც საზღვარგარეთ გადაყვანის, ვერც შინაპატიმრობის, ვერც გათავისუფლების საფუძველი ევრ გახდება ვერც სიმულაცია, ვერ თვითდაზიანება და ვერც რაიმე მსგავსი რამ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

რაც შეეხება კითხვას, საერთაშორისო პარტნიორებისგან თუ არის კითხვები ან  რეკომენდაციები, რომ საზღვარგარეთ გადაყვანა შეიძლება, იყოს გამოსავალი ისევ პოლარიზაციის შესამცირებლად, – კობახიძე პასუხობს, რომ ასეთი რამ არც ერთი პარტნიორისგან არ მოუსმენია.