ირაკლი კობახიძე – ქართველები ვამაყობთ ისტორიული კავშირით და მეგობრობით ბასკ ხალხთან

21:39, 30.01.2023

„ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბასკეთის მხარეში, ქალაქ გერნიკაში, ევროპის ერთ-ერთი უძველესი პარლამენტის შენობაში სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

„ჩემთვის დიდი პატივია ისტორიულ ადგილას სტუმრობა, სადაც იწერებოდა ბასკეთის ისტორია. ქართველები ვამაყობთ ისტორიული კავშირითა და მეგობრობით ბასკ ხალხთან. უღრმესი მადლობა გულთბილი მასპინძლობისთვის!“ – წერს ირაკლი კობახიძე.

მსგავსი