ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ გუნდი არის ერთიანი და ინარჩუნებს სიმყარეს ამდენი წლის განმავლობაში
ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ გუნდი არის ერთიანი და ინარჩუნებს სიმყარეს ამდენი წლის განმავლობაში

„ქართული ოცნების“ გუნდი არის ერთიანი და ინარჩუნებს სიმყარეს ამდენი წლის განმავლობაში, ყველაფერი დანარჩენი კი, არის სპეკულაციის ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.

„მახსოვს, 2011 წლიდან ოპონენტების მხრიდან საუბარი არის კრიზისზე „ქართულ ოცნებაში“. ამის შემდეგ კი „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად მოიგო ექვსი სხვადასხვა არჩევნები. ეს მათ შორის არის იმის შედეგი, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი არის ერთიანი და ინარჩუნებს სიმყარეს ამდენი წლის განმავლობაში. ყველაფერი დანარჩენი კი, არის სპეკულაციის ნაწილი და ამას აჩვენებს განვლილი წლები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარესთან კომუნიკაციის ბარიერი არც ერთ დეპუტატს არ ჰქონია.

„ჩემი კაბინეტის კარი ნებისმიერი დეპუტატისთვის იყო ღია, დღემდე ასეა და ნებისმიერი მათგანი ამას დაადასტურებს. როდესაც არის თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, არავის არ აქვს პრობლემა კომუნიკაციასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, არის უამრავი საშუალება კომუნიკაციისა, იქნება ეს ფრაქციის შეხვედრები თუ უმრავლესობის შეხვედრები და ასე შემდეგ. ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.