ირაკლი კობახიძე - ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დღეს უმაღლეს ნიშნულზეა, ამის მორიგი გამოხატულებაა წარმომადგენელთა პალატის მიერ აქტის დამტკიცება
ირაკლი კობახიძე - ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დღეს უმაღლეს ნიშნულზეა, ამის მორიგი გამოხატულებაა წარმომადგენელთა პალატის მიერ აქტის დამტკიცება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა.

კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის სენატთან შეთანხმებული ტექსტის დაამტკიცებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დღეს უმაღლეს ნიშნულზეა და სწორედ ამის მორიგი გამოხატულებაა ის აქტი, რომელიც დამტკიცდა.

„მათი მხრიდან მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობთ და ამას უკვე 30 წლიანი ისტორია აქვს მას შემდეგ, რაც გამოცხადდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა. ეს მოწმობს, თუ რა მაღალ ნიშნულზეა დღეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, რასაც ხშირად უმაღლესი წარმომადგენლები აღნიშნავენ. გახსოვთ, ელჩისა და სახელმწიფო მდივნის განცხადებები. ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დღეს უმაღლეს ნიშნულზეა და ამის მორიგი გამოხატულებაა ის აქტი, რომელიც დამტკიცდა“, – განაცხადა კობახიძემ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის სენატთან შეთანხმებული ტექსტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი.