ირაკლი კობახიძე - პრივილეგიებით არც ერთი პატიმარი არ უნდა სარგებლობდეს, მით უმეტეს, სააკაშვილი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი
ირაკლი კობახიძე - პრივილეგიებით არც ერთი პატიმარი არ უნდა სარგებლობდეს, მით უმეტეს, სააკაშვილი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი

მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიდგომა უნდა იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც იქნებოდა ნებისმიერი პატიმრის მიმართ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ცაგერში განუცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობს.

ირაკლი კობახიძის თქმით, განსაკუთრებული პრივილეგიებით არც ერთი პატიმარი არ უნდა სარგებლობდეს, მით უმეტეს, არც მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი.

„მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიდგომა უნდა იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც იქნებოდა ნებისმიერი პატიმრის მიმართ. საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები. ამ სტანდარტის მიხედვით, იქნება სათანადო მოპყრობა, მაგრამ რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პრივილეგიებით არც ერთი პატიმარი არ უნდა სარგებლობდეს, მით უმეტეს, არც მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი როგორც ქვეყნის, ასევე ხალხის, ცალკეული მოქალაქეების წინაშე. აქედან გამომდინარე, პრივილეგიებზე საუბარი არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.