ირაკლი კობახიძე - პრინციპულად მნიშვნელოვანია, ყველა დოკუმენტში ხმამაღალი ფორმით აისახოს გზავნილები, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან არის დაკავშირებული
ირაკლი კობახიძე - პრინციპულად მნიშვნელოვანია, ყველა დოკუმენტში ხმამაღალი ფორმით აისახოს გზავნილები, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან არის დაკავშირებული

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ყველა დოკუმენტში ხმამაღალი ფორმით აისახოს გზავნილები, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეროვნული ამოცანაა დეოკუპაცია და სწორედ ამას უკავშირდება ქართული დელეგაციის მიერ დაინიცირებული რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტში ცვლილება, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

„მადლობელი ვართ, რომ ჩვენი ინიციატივა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურმა კომიტეტმა გაიზიარა. ჩვენ დავესწრებით დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას, ასევე კითხვა-პასუხს, რომელიც აქტუალურ საკითხებს შეეხება. ძალიან საინტერესოა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც ვითარდება, მათ შორის, ჩვენს რეგიონში, მისი პოზიცია არის საინტერესო, მათ შორის, უკარაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. შესაბამისად, დიდი ინტერესით ველოდებით ამ გამოსვლას“, – განაცხადა კობახიძემ.