ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტმა გამოხატა წყენა, რომ რადიკალურ ოპოზიციას გუშინდელი აქცია ჩაუვარდა, მის განცხადებაზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტმა გამოხატა წყენა, რომ რადიკალურ ოპოზიციას გუშინდელი აქცია ჩაუვარდა, მის განცხადებაზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ

ერთადერთი, რაც მან გამოხატა, არის წყენა იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას გუშინ აქცია ჩაუვარდა. უბრალოდ, ეწყინა მათი წარუმატებლობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელმაც პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება შეაფასა.

კობახიძის თქმით, პრეზიდენტს რომ ჩაეკითხონ, რა არ მოსწონს მას 12-პუნქტიან გეგმაში, ვერ უპასუხებს.

„როგორც ჩანს, ამით მან გამოხატა წყენა იმის გამო, რომ გუშინდელი აქცია რადიკალურ ოპოზიციას ჩაუვარდა, სხვა რაიმე სერიოზულ კომენტარს მის განცხადებაზე ვერ გავაკეთებ. მას რომ ჩაეკითხოთ, რას გულისხმობდა, მაგალითად, ჩვენი გეგმის მიმართ კრიტიკაში, ვერ გიპასუხებთ, ვერაფერს გეტყვით. შეგიძლიათ, ჩაეკითხოთ, აი, რატომ არ მოეწონა 12-პუნქტიანი გეგმა, ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი, რაც მან გამოხატა, არის წყენა იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას გუშინ აქცია ჩაუვარდა. უბრალოდ, ეწყინა მათი წარუმატებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ „გამოცხადებულ კობახიძისეულ თუ რადიკალური ოპოზიციის გეგმებს, არაფერი აქვთ საერთო ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისთვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან“. ზურაბიშვილის თქმით, ხალხის ევროპული სულისკვეთების გამოხატვა დიდი ძალაა, ქვეყნის ღირსებას იცავს და მას არ უნდა შეეცვალოს გეზი.

დატოვე კომენტარი