ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის წარმომადგენლების პოზიციები არის ძალიან სუსტი, აიჭრნენ და გადავიდნენ დესტრუქციაზე, იმედია, ხვალ სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა ეს პროცესი
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის წარმომადგენლების პოზიციები არის ძალიან სუსტი, აიჭრნენ და გადავიდნენ დესტრუქციაზე, იმედია, ხვალ სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა ეს პროცესი

მათი პოზიციები არის ძალიან სუსტი, ისინი ჯერ საერთოდ პასუხს ვერ სცემდნენ კითხვას, პრეზიდენტის ვიზიტი იყო სამუშაო თუ კერძო ვიზიტი, 10 წუთი ვერ სცემდნენ პასუხს, შენ თუ პრეზიდენტისგან გაქვს შესაბამისი ინფორმაცია და ა. შ. 10 წუთი როგორ შეიძლება, დაგჭირდეს იმაზე პასუხისთვის, ეს ვიზიტები იყო სამუშაო თუ კერძო, 10 წუთი, ჟარგონზე რომ ვთქვათ, „ბუქსაობდნენ“ პასუხის გაცემის დროს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, პრეზიდენტის უფლებამოსილი პირები სასამართლო სხდომაზე დესტრუქციაზე გადავიდნენ.

„მეორე, რამაც გამოიწვია აღშფოთება, მარტივად ვთხოვე, მათ დაედასტურებინათ პრეზიდენტის ციტატა, ლიეტუვაში როდესაც იყო, ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა ინტერვიუ, სადაც აღნიშნა: „ფორმალურად მე არ ვარ უფლებამოსილი, ვიყო აქ“. ეს თქვა სალომე ზურაბიშვილმა. მარტივად ამ ციტატის დადასტურება ვთხოვე, ამაზე აიჭრნენ უცბად. მარტივად დაედასტურებინათ, რატომ არ უნდოდათ ამის დადასტურება, იცით? გადავამოწმეთ, რას საუბრობდა, თვითონ ინგლისური საუბარი მოვისმინეთ, ყველაფერი გადავამოწმეთ და ზუსტად ეს თქვა სალომე ზურაბიშვილმა: „მე ფორმალურად არ ვარ უფლებამოსილი“ და შემდეგ გრძელდება. ჩვენ მათ ვთხოვეთ, უბრალოდ, დაედასტურებინათ, რამდენად სწორი იყო ეს ციტატა, შეეშინდათ ამის გაკეთება, რადგან მთელი დღე ისინი ეწინააღმდეგებოდნენ პრეზიდენტის განცხადებას, ისეთ რაღაცებს ამბობდნენ, ამიტომ შეეშინდათ, აიჭრნენ და გადავიდნენ დესტრუქციაზე, თუმცა ხვალ გაგრძელდება და იმედია, სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა ეს პროცესი“, – განაცხადა კობახიძემ.