ირაკლი კობახიძე - პრემიერს ჰქონდა შეხვედრა შარლ მიშელთან, ვარჰეისთან, გაჟღერდა თხოვნა, რომ მესამე მოსმენით ჯერ არ მივიღოთ დეოლიგარქიზაციის კანონი, ვითვალისწინებთ მეგობრების თხოვნას
ირაკლი კობახიძე - პრემიერს ჰქონდა შეხვედრა შარლ მიშელთან, ვარჰეისთან, გაჟღერდა თხოვნა, რომ მესამე მოსმენით ჯერ არ მივიღოთ დეოლიგარქიზაციის კანონი, ვითვალისწინებთ მეგობრების თხოვნას

მომავალ კვირაში მესამე მოსმენით აღარ მივიღებთ დეოლიგარქიზაციის კანონს, ვითვალისწინებთ ჩვენი მეგობრების თხოვნას, შესაბამისად, დაველოდებით დეკემბერში ევროპული საბჭოს საბოლოო პოზიციას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა მომავალ კვირაში დაგეგმილი მესამე მოსმენით ამ კანონის მიღება, თუმცა პრემიერს ჰქონდა შეხვედრა როგორც შარლ მიშელთან, ასევე ევროკომისარ ვარჰეისთან. იქ გაჟღერდა ეს თხოვნა არმიღების თაობაზე. ჩვენ, შესაბამისად, მომავალ კვირაში მესამე მოსმენით აღარ მივიღებთ ამ კანონს, ვითვალისწინებთ ჩვენი მეგობრების ამ თხოვნას. შესაბამისად, დაველოდებით დეკემბერში ევროპული საბჭოს საბოლოო პოზიციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი ამოღებული იქნას პუნქტებიდან. თუ იქნება ამოღებული, ვიმოქმედებთ შესაბამისად. თუ არ იქნება ამოღებული, ამ შემთხვევაშიც შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა კობახიძემ.