ირაკლი კობახიძე - პოლიტიკური გადაწყვეტილება კანონპროექტის გაწვევაზე მიღებულია, მოვუწოდებ პოლიტიკანებს, თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან
ირაკლი კობახიძე - პოლიტიკური გადაწყვეტილება კანონპროექტის გაწვევაზე მიღებულია, მოვუწოდებ პოლიტიკანებს, თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან

პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაიხედება, დანარჩენი ტექნიკური საკითხია, ვინც ცდილობს, ეს გამოიყენოს მანიპულირებისთვის, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ასეთი სპეკულაციებისგან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პროცედურის მიხედვით, ნებისმიერი კანონპროექტი ნებისმიერ თემაზე შეგიძლია დააინიცირო და რამდენიმე დღეში მიიღო დაჩქარებული წესით, პროცედურა აქ არაფერ შუაშია, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია.

„ეს გადაწყვეტილება არის გაჟღერებული და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაიხედება. დანარჩენი აქ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი. ვინც ცდილობს, რომ ეს ტექნიკური საკითხი გამოიყენოს მანიპულირებისთვის, ძალადობრივი მუხტის შესაქმნელად, რაც იყო, სამწუხაროდ, გუშინ და გუშინწინ, ის არის თანაზიარი იმ პასუხისმგებლობისა, რომელიც ამას შეიძლება, უკავშირდებოდეს. მოვუწოდებთ პოლიტიკანებს, რომლებიც ამაზე სპეკულირებენ, თავი შეიკავონ ასეთი სპეკულაციებისგან. არის წმინდა წყლის ტექნიკური საკითხი. დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაციები“, – განაცხადა კობახიძემ.