ირაკლი კობახიძე – პირობითად, თუ არის 4-სულიანი ოჯახი, ის მიიღებს 40 000 ლარის კომპენსაციას, რაც, იმედი გვაქვს, რომ მოხმარდება, პირველ რიგში საცხოვრისით უზრუნველყოფას, საბოლოო ჯამში ეს ოჯახის არჩევანია
სულ თუ არის, პირობითად, 4-სულიანი ოჯახი, ის მიიღებს 40 000 ლარის კომპენსაციას, რაც, იმედი გვაქვს, რომ მოხმარდება, პირველ რიგში, საცხოვრისით უზრუნველყოფას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც დევნილი ოჯახებისთვის კომპენსაციის საკითხს ეხებოდა.
„10 000 ლარი არის ერთ სულზე. სულ თუ არის, პირობითად, 4-სულიანი ოჯახი, ის მიიღებს 40 000 ლარის კომპენსაციას, რაც, იმედი გვაქვს, რომ მოხმარდება, პირველ რიგში, საცხოვრისით უზრუნველყოფას. ეს არის, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ოჯახის არჩევანი, თუმცა ჩვენი ამოცანაა, რომ სწორედ საცხოვრისზე იყოს მიმართული ეს ფინანსები. არიან დევნილი ოჯახები, რომლებსაც აქვთ საკუთარი ღირსეული საცხოვრისი. მათი განსაკარგი იქნება ეს თანხა, რაც მეტი მოხმარდება საცხოვრისით უზრუნველყოფას, მით უკეთესი“, – განაცხადა პრემიერმა.