ირაკლი კობახიძე - პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის გვერდის ავლას ვინმე თუ შეეცდება, ეს მოგვიანებით შეგვიძლია გავავრცელოთ ე.წ. მემკვიდრე პარტიებზე
ირაკლი კობახიძე - პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის გვერდის ავლას ვინმე თუ შეეცდება, ეს მოგვიანებით შეგვიძლია გავავრცელოთ ე.წ. მემკვიდრე პარტიებზე

სხვადასხვა ქვეყანაში, და ასევე ჩვენთანაც, არის მოწესრიგებული მემკვიდრე პარტიების საკითხი და ეს რეგულაციები ჩვენ გვაძლევს თავიდან ბოლომდე შესაძლებლობას, რომ ვინმე თუ  შეეცდება, გვერდი აუაროს რეგულაციებს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება შეგვიძლია გავავრცელოთ მოგვიანებით ე.წ. მემკვიდრე პარტიებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა.

კობახიძის თქმით, აქედან გამომდინარე, პრაქტიკული თვალსაზრისით არ გახდა საჭირო საკონსტიტუციო სარჩელში სახელების და გვარების ჩამოთვლა.

„რაც შეეხება „ლელოს“ დეპუტატებს თვითმმართველობაში, თვითმმართველობა მაინც არის ადმინისტრაციული დონის ხელისუფლება და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ პროცესზე ამას არსებით გავლენა მაინც არ აქვს. შესაბამისად, ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ სარჩელთან მიმართებით. რაც შეეხება მემკვიდრე პარტიებს, ვინმე თუ მოინდომებს, რომ ამ პარტიების ნაცვლად იმავე შინაარსით შექმნან ახალი პარტია, ამისთვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გვაქვს კანონში რეგულაციები და გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით იქნება მიღებული მემკვიდრე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.