ირაკლი კობახიძე - პარტიებს შევახსენებ, რომ პოლიტიკური დებატების პლატფორმა დემოკრატიულ სისტემაში არის პარლამენტი, კეთილი ინებონ და იარონ პარლამენტში
ირაკლი კობახიძე - პარტიებს შევახსენებ, რომ პოლიტიკური დებატების პლატფორმა დემოკრატიულ სისტემაში არის პარლამენტი, კეთილი ინებონ და იარონ პარლამენტში

არავითარი პოლიტიკური დიალოგი, – ასე პასუხობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვაზე, „ოპოზიცია პოლიტიკურ დიალოგზე საუბრობს, როგორ წარმოგიდგენიათ ამ პოლიტიკურ მოცემულობაში?“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტიკური დებატების პლატფორმა დემოკრატიულ სისტემაში არის პარლამენტი და ოპოზიციის წარმომადგენლებმა კეთილი უნდ ინებონ და პარლამენტში იარონ.

„არავითარი პოლიტიკური დიალოგი, არავითარი პოლიტიკური დიალოგი. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არიან პარლამენტში წარმოდგენილი, მინდა, მათ შევახსენო, რომ პოლიტიკური დებატების პლატფორმა დემოკრატიულ სისტემაში არის პარლამენტი, კეთილი ინებონ, იარონ პარლამენტში, მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო სამუშაო პროცესში და ბუნებრივია, იქ არის მათთვის ადგილები. ამას თუ არ გააკეთებენ, გაირიყებიან მთლიანად პოლიტიკური სისტემიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.