ირაკლი კობახიძე – პარტიები თავად განსაზღვრავენ პოლიტიკურ ტაქტიკას, ეს მათი საქმეა, მთავარია, ხალხი არ მოტყუვდეს, შეიძლება, მგელი გაეხვიოს ცხვრის ტყავში, მაგრამ ამით მისი ბუნება არ შეიცვლება

17:45, 08.02.2024

პარტიები თავად განსაზღვრავენ პოლიტიკურ ტაქტიკას, ეს მათი საქმეა, მე ამის განხილვაში ვერ შევალ. მთავარია, ხალხი არ მოტყუვდეს. შეიძლება, მგელი გაეხვიოს ცხვრის ტყავში, მაგრამ ამით მისი ბუნება არ შეიცვლება, – ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ფზიხლად უნდა იყოს საზოგადოება.

„კითხვა დაისვა ოპოზიციის განწყობასთან დაკავშირებით, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და გახარიას პარტია იყო ნახსენები. თავის პოლიტიკურ ტაქტიკას ყველა თავად განსაზღვრავს. ალბათ უყურებენ საკუთარ რეიტინგს. ვიღაც ფიქრობს, რომ ნაკლები ან მეტი რადიკალიზმით შეიძლება მოემატოს პოლიტიკური ქულები. ეს მათი საქმეა, მე ამის განხილვაში ვერ შევალ. მთავარია, ხალხი არ მოტყუვდეს. შეიძლება, მგელი გაეხვიოს ცხვრის ტყავში, მაგრამ ამით მისი ბუნება არ შეიცვლება. ამიტომ ფხიზლად უნდა იყოს საზოგადოება. დარწმუნებული ვარ, როგორც იყო ფხიზლად წინა რვა შემთხვევაში, მეცხრე არჩევნებსაც ასე ფხიზლად ჩავატარებთ“, – აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი