ირაკლი კობახიძე - პარლამენტს არ აქვს უფლება, გააკეთოს განცხადება რომელიმე სახელთან და გვართან დაკავშირებით, ვიდრე იუსტიციის საბჭო კანდიდატურას არ დაასახელებს
ირაკლი კობახიძე - პარლამენტს არ აქვს უფლება, გააკეთოს განცხადება რომელიმე სახელთან და გვართან დაკავშირებით, ვიდრე იუსტიციის საბჭო კანდიდატურას არ დაასახელებს

პარლამენტს არ აქვს უფლება, გააკეთოს განცხადება რომელიმე სახელთან და გვართან დაკავშირებით, ვიდრე იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდატურას არ დაასახელებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვაზე განაცხადა, დაუჭერს თუ არა მხარს საპარლამენტო უმრავლესობა შალვა თადუმაძის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე.

„ვერც ერთ სახელთან და გვართან დაკავშირებით ვერ გავაკეთებთ კომენტარს, ვიდრე არ მოხდება კანდიდატურის წარდგენა იუსტიციის საბჭოს მიერ. პირველ რიგში, იუსტიციის საბჭოს პრეროგატივაა კანდიდატების დასახლება. ჩვენი მხრიდან რაიმე მინიშნება უკვე იქნება პროცესში არასწორი ჩარევა.

პარლამენტს არ აქვს უფლება, გააკეთოს განცხადება რომელიმე სახელთან და გვართან დაკავშირებით, ვიდრე არ მოხდება კანდიდატურის დასახელება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. ჩვენ ვერ ვუკარნახებთ იუსტიციის საბჭოს, რომელი კანდიდატურები უნდა იყოს დასახელებული“,- განაცხადა კობახიძემ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად 139 მსურველი  7 ივნისს დაარეგისტრირა. მათ შორის არის გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე.