ირაკლი კობახიძე - პარლამენტი 200 „ნაციონალის“ დასაბლოკი არ არის
ირაკლი კობახიძე - პარლამენტი 200 „ნაციონალის“ დასაბლოკი არ არის

საქართველოს პარლამენტი 200 „ნაციონალის“ დასაბლოკი არ არის, შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოები იღებენ სათანადო ზომებს, – ამის შესახებ დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით.

დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ უკან დგას 200 აქტივისტი, რომელიც ცდილობს, პარლამენტის ბლოკირებას.

„ამ შემთხვევაში, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს სახელწიფოს სახე, ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს ხელისუფლების სახე,  200 „ნაციონალის“ დასაბლოკი არ არის საქართველოს პარლამენტი, შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოები იღებენ იმ ზომებს, რომლებიც უნდა იყოს მიღებული პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. მათ შორის იმისთვის, რომ სხვა, უფრო რთული ზომები არ იყოს გამოყენებული, გამოყენებულ იქნა პრევენციული ზომები, რაც ალბათ, სწორია. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტი“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სამართალდამცველები ამ დღეების განმავლობაში აკეთებენ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად რბილი ზომებით იყოს უზრუნველყოფილი პარლამენტის მუშაობა დაასე უნდა გაგრძელდეს.

„ჩვენ გვახსოვს როგორი იყო პრაქტიკა თავის დროზე, 2012 წლამდე, როდესაც ხდებოდა უსასტიკესი დარბევა მიტინგების. ეს პრაქტიკა არის აღკვეთილი საქართველოში და და პოლიცია მოქმედებს პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად, რაც მისასალმებელია და ეს ასეც უნდა გაგრძელდეს. ჩვენ რადიკალურად შევცვალეთ პრაქტიკა, რომელიც იყო თავის დროზე ჩამოყალიბებული დემონსტრანტების წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.