ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის თვითმიზანი იყო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო კონსენსუსი არ შემდგარიყო ​
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის თვითმიზანი იყო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო კონსენსუსი არ შემდგარიყო ​

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის თვითმიზანი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო კონსენსუსი არ შემდგარიყო​.

როგორც ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას კობახიძემ განაცხადა, უმრავლესობას იმ ცვლილებების მიღება ცალმხრივი პასუხისმგებლობით უწევს, რაზეც ვენეციის კომისიასთან შეთანხმდა.

„დოკუმენტის თაობაზე კონსენსუსის მიღწევა ორივე მხარეზეა დამოკიდებული და ცალმხრივი ვერ იქნება. ვენეციის კომისიამ კონსენსუსისკენ ორივე მხარეს მოუწოდა, მაგრამ ოპოზიციის თვითმიზანი იყო, რომ ამ დოკუმენტის გარშემო კონსენსუსის არ შემდგარიყო. გახსოვთ, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში დოკუმენტი იყო, სადაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო ასახული და ამ პირობებში ოპოზიციამ კომისია დატოვა. ამ პირობებში კონსენსუსის ჩამოყალიბება შეუძლებელი გახდა. ეს ჩვენზე დამოკიდებული ვერ იქნება, ოპოზიციის ძალისხმევაა საჭირო რომ კონსენსუსი შედგეს, მაგრამ ეს სულისკვეთება ვერ დავინახეთ. საუბარია ე.წ. ბონუსის გაუქმებაზე და ბლოკების დაშვებაზე, რაზეც საყოველთაო თანხმობაა, მაგრამ ამ პროცესში ოპოზიცია არ მონაწილეობს, რასაც საფუძველი არ აქვს, ეს პოლიტიკური პროცესის, პოლიტიკური ორთაბრძოლის ნაწილია. ეს არჩევანი ოპოზიციამ გააკეთა და იმ ცვლილებების მიღება ცალმხრივი პასუხისმგებლობით გვიწევს, რაზეც ვენეციის კომისიასთან შევთანხმდით“, – დასძინა კობახიძემ.