ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის ნაწილის ქცევიდან იკითხება, რომ ისინი არჩევნების შემდეგაც ალბათ გადავლენ დესტრუქციულ ნაბიჯებზე, თუმცა ამაზე გვექნება ჩვენი პასუხი
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის ნაწილის ქცევიდან იკითხება, რომ ისინი არჩევნების შემდეგაც ალბათ გადავლენ დესტრუქციულ ნაბიჯებზე, თუმცა ამაზე გვექნება ჩვენი პასუხი

ოპოზიციას არავითარი რესურსი არ აქვთ იმის, რომ თუნდაც საბოტაჟი განახორციელონ, რაიმეს მიაღწიონ ამ საბოტაჟით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, არსებობს მოლოდინი იმის, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიცია სავარაუდოდ ქუჩაში გამოვიდეს.

„ოპოზიციის ნაწილის ქცევიდან იკითხება, რომ ისინი აუცილებლად ალბათ გადავლენ დესტრუქციულ ნაბიჯებზე ამ არჩევნების შემდეგაც, თუმცა ამაზე ჩვენ გვექნება ჩვენი პასუხი. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ თუნდაც საბოტაჟი განახორციელონ, რაიმეს მიაღწიონ ამ საბოტაჟით. 3-წლიანი მშვიდი განვითარების საშუალება ექნება ჩვენს ქვეყანას ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. ახლა მთავარია, რომ 2 ოქტომბერს სათანადოდ ჩავატაროთ ეს არჩევნები, ამის შემდეგ სამი წელი მშვიდად განვითარდება ეს ქვეყანა, რაც ჩვენ მოგვცემს ეკონომიკური პროგრესის საშუალებას, სოციალური მიმართულებით განვითარების საშუალებას და ჩვენი საგარეო პოზიციების კიდევ უფრო მეტად გამყარების საშუალებას“, – განაცხადა კობახიძემ.