ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის გაერთიანებას არავითარი ფასი არ აქვს, მთლიანად დისკრედიტებულია, მათი წარმატების შანსი ნულია, საზოგადოება ერთმანეთისგან შავსა და თეთრს ძალიან კარგად არჩევს 
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის გაერთიანებას არავითარი ფასი არ აქვს, მთლიანად დისკრედიტებულია, მათი წარმატების შანსი ნულია, საზოგადოება ერთმანეთისგან შავსა და თეთრს ძალიან კარგად არჩევს 

ოპოზიციის გაერთიანებას არავითარი ფასი არ აქვს, მთლიანად დისკრედიტირებულია. შეუძლიათ, გააგრძელონ იმის კეთება, რასაც აკეთებენ, აბსოლუტურად ნულია მათი წარმატების შანსი. საზოგადოების თვალში არავითარი ფასი არ აქვს მათ განცხადებებს, არც „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს, არც რაიმე სხვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების განცხადებაზე.

„თქვენ იცით, რითი გამოირჩეოდნენ ეს ადამიანები, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და რითი გამოირჩევიან ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში. როდესაც საუბარია ძალადობაზე, გახსოვთ მათი ძალადობა მედიასაშუალებებზე, ძალადობა 26 მაისს, როდესაც მშვიდობიან შეკრებას შეეწირა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე. ახლა ეს კრიმინალები, დამნაშავეები, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი გადააბარეს, საუბრობენ ასეთ რაღაცებზე. ამ კრიმინალს გამოუტანა განაჩენი ქართულმა საზოგადოებამ, შესაბამისად, საზოგადოების თვალში არავითარი ფასი არ აქვს მათ განცხადებებს, არც „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს, არც რაიმე სხვას, რადგან ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს ერთმანეთისგან შავსა და თეთრს. რაც შეეხება მათ გაერთიანებას, ამასაც არავითარი ფასი არ აქვს, მთლიანად დისკრედიტებულია ოპოზიცია, შეუძლიათ, გააგრძელონ იმის კეთება, რასაც აკეთებენ, აბსოლუტურად ნულია მათი წარმატების შანსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.