ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი როდესაც ამბობს, რომ არაფერი საინტერესო არ ხდება დანიელსონთან შეხვედრაზე, ეს მეტყველებს დიალოგის პროცესისადმი მათ დამოკიდებულებაზე
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი როდესაც ამბობს, რომ არაფერი საინტერესო არ ხდება დანიელსონთან შეხვედრაზე, ეს მეტყველებს დიალოგის პროცესისადმი მათ დამოკიდებულებაზე

როდესაც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ არაფერი საინტერესო არ ხდება დანიელსონის ხელმძღვანელობით, ეს მეტყველებს მათ დამოკიდებულებაზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გუშინდელ შეხვედრაზე, რომელსაც ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განიხილებოდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი.

მისივე თქმით, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრა დღესაც გაგრძელდება.

„შალვა ნათელაშვილის მხრიდან მოლაპარაკებების მაგიდის დატოვება, ასეთი დესტრუქცია მეტყველებს მთლიანად ოპოზიციის ბუნებაზე. შალვა ნათელაშვილი არის ერთ-ერთი ლიდერი ამ ოპოზიციის, მის ოფისში იკრიბებიან ისინი. ვიცით ჩვენ, რომ ეს არის სააკაშვილი-ნათელაშვილი-ბოკერია-ბურჯანაძის გაერთიანებული ოპოზიცია. როდესაც ამ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამბობს იმას, რომ არაფერი საინტერესო არ ხდება შეხვედრაზე დანიელსონის ხელმძღვანელობით, ეს მეტყველებს მათ დამოკიდებულებაზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ და დამოკიდებულებაზე დიალოგის პროცესისადმი“, – განაცხადა კობახიძემ.