ირაკლი კობახიძე - ოპოზიციასთან შეჯერებას თუ ვერ მოვახერხებთ, დარჩება 77/73
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე მათ პოზიციას ელოდებიან და თუკი ვერ შეჯერდებიან, დარჩება მანდატების შემდეგი გადანაწილება – 77/73.
„ჩვენ დაველოდებით მათ პოზიციას. ვნახოთ, რაზე ჩამოყალიბდებიან. ჩვენი წინადადება არის ყველასთვის ცნობილი, ეს არის 100/50 და პირველ რიგში, ველოდებით პასუხს ამ შეთავაზებაზე. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მოლაპარაკებების პროცესი. ჩვენი ამოცანა არის საერთო მოდელზე შეჯერება და ვფიქრობთ, რომ ოპტიმალური მოდელი არის სწორედ 100/50.
მე მგონია, რომ ჯერ კიდევ არსებობს რესურსი, დაველოდოთ მოლაპარაკებებს. იმედია, რომ შეჯერებას მოვახერხებთ. შეჯერებას თუ ვერ მოვახერხებთ, დარჩება 77/73. თუმცა, ჩემი აზრით, უმჯობესი იქნება 100/50 ზე შეთანხმება“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.