ირაკლი კობახიძე - ოპოზიციაში ნებისმიერი შიდა დაპირისპირება არის სისუსტის შედეგი, არც რადიკალიზმი გამოდის, არც რამე სხვა, ეს არის სისუსტის გამოვლინება
ოპოზიციაში ნებისმიერი შიდა დაპირისპირება არის სისუსტის შედეგი. როგორც ორგანიზმი მთლიანად სუსტდება იმუნიტეტის დაქვეითების პირობებში, ასეთი რაღაც დაემართა რადიკალურ ოპოზიციას. არც რადიკალიზმი გამოდის, არც რამე სხვა, ეს არის სისუსტის გამოვლინება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ოპოზიცია უკიდურესად დასუსტებულია და ეს თავს ავლენს, როგორც დაპირისპირება პოლიტიკურ პარტიებს შორის“.
„ძალიან კარგია ეს ქართული დემოკრატიული სისტემის შემდგომი განმტკიცებისთვის. ასე უნდა გაგრძელდეს პროცესები. ასეთი პოლიტიკური ძალების ადგილი ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში არ არის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ეს პროცესები გაგრძელდეს იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც აქამდე გრძელდებოდა“, – განაცხადა კობახიძემ.