ირაკლი კობახიძე - ოპოზიციაში არ ესიამოვნათ ჰააგის სასამართლოში საქმის მოგება, საქმე მოიგო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, როდესაც მათ ხელი მოაწერეს რეზოლუციას, სადაც მითითებულია, თურმე აგვისტოს ომი ქართულმა ჯარმა დაიწყო
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციაში არ ესიამოვნათ ჰააგის სასამართლოში საქმის მოგება, საქმე მოიგო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, როდესაც მათ ხელი მოაწერეს რეზოლუციას, სადაც მითითებულია, თურმე აგვისტოს ომი ქართულმა ჯარმა დაიწყო

ოპოზიციაში არ ესიამოვნათ ჰააგის სასამართლოში ამ საქმის მოგება ერთი მარტივი მიზეზით, ეს საქმე მოიგო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და თან ძალიან მძიმე ფონზე, როდესაც მათ ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც მითითებულია, რომ თურმე ქართულმა ჯარმა დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ ფონზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საკმაოდ რთული საქმე მოიგო.

„აქ მთავარი, რაც არის დაფიქსირებული, ისაა, რომ ქართველ ჯარისკაცს იქ ომის დანაშაული არ ჩაუდენია. მხოლოდ გმირობა გამოავლინეს ქართველმა ჯარისკაცებმა, ეს ჩვენმა ხელისუფლებამ დაამტკიცა იმ მოტივაციით, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ქართული ჯარის რეპუტაციასა და ღირსებას, მაგრამ მათ რომ უნდათ სხვა რამეზე ამ ყველაფრის გადატანა და იმის ჩვენება, თითქოს სააკაშვილი გაამართლა ჰააგის სასამართლომ, საერთოდ არ უმსჯელია ჰააგას ამ საკითხზე. შესაბამისად, ის დანაშაული, რაც მათ აქვთ ჩადენილი, საერთოდ ვერ ქარწყლდება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც სიმართლემ გაიმარჯვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.