ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას შესუსტებული პოზიციები აქვს, ნაწილი მზაობას აცხადებს, რომ სამოქმედი გეგმის სამუშაო პროცესში ჩაერთონ, რასაც არ აკეთებდნენ მანამდე, ვიდრე მუშაობა საჭირო იყო სტატუსის მისაღებად
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას შესუსტებული პოზიციები აქვს, ნაწილი მზაობას აცხადებს, რომ სამოქმედი გეგმის სამუშაო პროცესში ჩაერთონ, რასაც არ აკეთებდნენ მანამდე, ვიდრე მუშაობა საჭირო იყო სტატუსის მისაღებად

ოპოზიციამ ბრძოლა წააგო, რომლის მიზანიც იყო საქართველოს მიერ სტატუსის არმიღება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციას შესუსტებული პოზიციები აქვს და აქედან გამომდინარე, მათი ნაწილი მზაობას აცხადებს, რომ სამუშაო პროცესში ჩაერთონ, რასაც არ აკეთებდნენ მანამდე, ვიდრე მუშაობა საჭირო იყო სტატუსის მისაღებად.

„გახსოვთ, რომ ერთპარტიულად უზრუნველყავით სტატუსის მიღება. ახლა მზაობას გამოხატავენ. სამუშაო პროცესის წარმართვისთვის აბსოლუტურად ღია ვართ. სამოქმედო გეგმა დღეს უნდა გამოქვეყნებულიყო, წესით, დღეს გამოქვეყნდება. სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართული უშუალოდ ვიყავით, რადგან არაერთი პუნქტი საპარლამენტო დღის წესრიგს უკავშირდება. ეს არის სასამართლოს საკითხები და ასევე საკითხები, რომლებიც პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას უკავშირდება, რაც პარლამენტის საქმეა. არის საკითხები, რაზეც მეტწილად მთავრობამ უნდა იმუშაოს. მარტივი, მაგრამ ამავე დროს კომპლექსური სამოქმედო გეგმაა, რომელიც ძალიან დეტალიზებულია. ისეთივე დეტალიზებული, როგორიც 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით იყო. კერძოდ, აქ არის გაწერილი როგორც კონკრეტული ღონისძიებები, რაც უნდა განხორციელდეს, ასევე გაწერილია პასუხისმგებელი სუბიექტები და ვადები. რაც შეეხება პუნქტებს, თითოეულ პუნქტზე არის ერთი-ორი და ზოგან სამი ღონისძიება დაგეგმილი. რაც შეეხება ფორმატებს, როცა სამოქმედო გეგმა საუბრობს სასამართლო კანონმდებლობაზე, პირდაპირ არის მითითებული, რომ სამუშაო ფორმატი შეიქმნება, სადაც ყველა საპარლამენტო პარტია და სამოქალაქო სექტორი იქნება ჩართული. მსგავსი მითითება მოცემულია სხვა პუნქტებზე. შესაბამისად, ინკლუზიურობა ჩადებულია უშუალოდ სამოქმედო გეგმაში. არის გარკვეული საკითხები, რაზეც მთავრობამ უნდა იმუშაოს და მთავრობა უზრუნველყოფს ინკლუზიურობას. სადაც არის საპარლამენტო ფორმატები შესაქმნელი, აქ იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა კობახიძემ.