ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას რაღაც რიტუალივით აქვს, ერთი საათით გადაკეტავენ ქუჩას 300-კაციანი აქციით, ათი ათასობით ლარს იხდიან ყოველდღიურად ბიუჯეტში, ამისთვის მადლობაც შეიძლება, გადავუხადოთ
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას რაღაც რიტუალივით აქვს, ერთი საათით გადაკეტავენ ქუჩას 300-კაციანი აქციით, ათი ათასობით ლარს იხდიან ყოველდღიურად ბიუჯეტში, ამისთვის მადლობაც შეიძლება, გადავუხადოთ

ოპოზიციას აქვს რთული მდგომარეობა, ყოველდღე ატარებენ 300-კაციან აქციას. რაღაც რიტუალივით აქვთ, ერთი საათით გადაკეტავენ ქუჩას და ბრუნდებიან სახლებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი თავიანთი ფეხით მიდიან და ათიათასობით ლარს იხდიან ყოველდღიურად ბიუჯეტში.

„თავიანთი ფეხით მოდიან, ავსებენ სახელმწიფო ბიუჯეტს, ათიათასობით ლარს იხდიან ყოველდღიურად ბიუჯეტში, ამისთვის ერთგვარი მადლობაც შეიძლება გადავუხადოთ მათ. რაც შეეხება პარტიებს, საერთოდ დაკარგულნი არიან. ვხედავთ, რა მდგომარეობაა. შიგნით აქვთ ძალიან მძიმე ურთიერთობები, პარტიის შიგნითაც კი, არათუ პარტიებს შორის, არის რთული ურთიერთობები“, – აღნიშნა პრემიერმა.