ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას არავითარი წარმატების შანსი არ აქვს, საზოგადოებამ იცის მათი წარსული, აწმყო და კარგად შეუძლია გაიაზროს, რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული მათი თუნდაც უმნიშვნელო წარმატება
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას არავითარი წარმატების შანსი არ აქვს, საზოგადოებამ იცის მათი წარსული, აწმყო და კარგად შეუძლია გაიაზროს, რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული მათი თუნდაც უმნიშვნელო წარმატება

რადიკალური ოპოზიცია ისედაც არის გაერთიანებული. ისინი არიან ერთი კოლექტიური „ნაცმოძრაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არაბთან გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მათი ერთიანობის მთავარი საფუძველი ისაა, რომ მათ საერთო პატრონი ჰყავთ.

„არც ერთიანად და არც ცალ-ცალკე მათ წარმატების არავითარი შანსი არ აქვთ, რადგან საზოგადოებამ იცის მათი წარსული, აწმყო და, შესაბამისად, კარგად შეუძლია გაიაზროს, რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ოპოზიციის თუნდაც რაიმე უმნიშვნელო წარმატება. შესაბამისად, არც ერთიანობით და არც დაშლით მათ არავითარი წარმატების რესურსი არ აქვთ. ეს არის ის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გაუსწორონ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.