ირაკლი კობახიძე - ოპოზიციამ კეთილი ინებოს, დასხდნენ სატელევიზო ფორმატში და ზუსტად ნახევარ საათში დავუმტკიცებთ, რომ  არჩევნების გაყალბებაზე მათი ბრალდება იყო ტყუილი
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციამ კეთილი ინებოს, დასხდნენ სატელევიზო ფორმატში და ზუსტად ნახევარ საათში დავუმტკიცებთ, რომ არჩევნების გაყალბებაზე მათი ბრალდება იყო ტყუილი

დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მკაფიოდ და დეტალურად არის აღწერილი, თუ რა ხდებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ყველა ბრალდება სპეკულაცია იყო.

„საქმე ეხება ყველა თემას, დაწყებული წინა საარჩევნო გარემოთი – ეს არის მოსყიდვა, მუქარა, ზეწოლა, ყველაფერი ფაქტების დონეზე არის მიმოხილული. დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ ოპოზიციის ყველა ბრალდება ცარიელი სპეკულაცია იყო. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მზად ვართ, თითოეულ ამ საკითხზე დეტალურ დებატებში შევიდეთ, რასაც გაურბოდა ნოემბრიდან, გაურბის დღეს და ალბათ, გაექცევიან ხვალაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები და მათ ვერც ერთ პუნქტზე პასუხი ვერ ექნებათ.

კეთილი ინებონ, სატელევიზო ფორმატში დასხდნენ და ზუსტად ნახევარ საათში დავუმტკიცებთ, რომ მათი ბრალდება არჩევნების გაყალბებაზე იყო ცარიელი ტყუილი. დებატებს გაურბიან, რადგან ჩვენზე უკეთ იციან, რომ მათი ბრალდება იყო სრული სპეკულაცია და სიცრუე. თვითმმართველობის არჩევნებზე არ უნდა განმეორდეს, რაც 2020 წლის არჩევნებზე ხდებოდა, როცა ოპოზიციამ სიცრუეზე ააგო კამპანია. კეთილი ინებონ, გვითხრან, ამ დასკვნაში რა არის არასწორი, ვერაფერს ვერ გვეტყვიან, რადგან მათი კამპანია აგებული იყო სიცრუესა და სპეკულაციაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი