ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია თავად ხედავს, რომ არაფრის რესურსი არ აქვს, რაც ადვილად პროგნოზირებადი იყო
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია თავად ხედავს, რომ არაფრის რესურსი არ აქვს, რაც ადვილად პროგნოზირებადი იყო

ოპოზიცია თავად ხედავს, რომ არაფრის რესურსი არ აქვს, რაც ადვილად პროგნოზირებადი იყო. არ აქვთ არაფრის რესურსი, მათ შორის არც ქუჩის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე იცვლება ოპოზიციის რიტორიკა.

„ხედავენ, რომ ხელი მოეცარათ ყველაფერში, არჩევნებში, ქუჩაში. მათი მხრიდან ლოგიკური იქნებოდა, საპარლამენტო მუშაობაში ჩართვა, რაც არის ჩვენი მოწოდება, თუმცა ხედავენ, რომ ამასაც სჭირდება თავისი რესურსი, მაგალითად, ინტელექტუალური რესურსი. თქვენ იცით, როგორი ინტელექტუალური რესურსით გამოირჩევა „ნაცმოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქცია. არც პარლამენტის მუშაობაში ჩართვის რესურსი არ აქვთ, არც არჩევნებში. ამით არის განპირობებული მათი რიტორიკის შეცვლა“, – განაცხადა კობახიძემ.