ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია სასოწარკვეთილია და აღარ იციან, რას მოეჭიდონ, რუსეთს ისეთი პიარი არცერთი პოლიტიკური ძალისგან აქვს, როგორიც აქვს საქართველოში რადიკალური ოპოზიციისგან
რადიკალური ოპოზიცია ამტკიცებს, რომ რუსეთი თავიდან ბოლომდეა საქართველოში შემოსული, ახლა ამტკიცებენ, რომ რუსეთი უკვე ხუთ ქვეყანაშია შესული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, „ასეთი პიარი რუსეთს არცერთი პოლიტიკური ძალისგან არ აქვს, როგორიც აქვს საქართველოში რადიკალური ოპოზიციისგან“.
„ეს არის პიარკამპანია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია, რეალურად, აწარმოებს რუსეთის სასარგებლოდ. ისინი ამტკიცებენ, რომ რუსეთი არის შესული ყველგან და ყველაფერში, არა მარტო საქართველოში, არამედ უკვე ევროკავშირშიც შევიდა ღრმად. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ დღეს ოპოზიცია სასოწარკვეთილია და აღარ იციან, რას მოეჭიდონ. სწორედ ამას უკავშირდება ის თავდასხმა, რომელსაც ეს ადამიანები ახორციელებენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.