ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია მოქმედებს გარე დაკვეთების მიხედვით, გარე დაკვეთებიც არასწორად განისაზღვრება, რადგან მათი პატრონები ვერ გრძნობენ ქართული საზოგადოების მაჯისცემას
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია მოქმედებს გარე დაკვეთების მიხედვით, გარე დაკვეთებიც არასწორად განისაზღვრება, რადგან მათი პატრონები ვერ გრძნობენ ქართული საზოგადოების მაჯისცემას

ოპოზიცია მოქმედებს არა საკუთარი შეხედულებების, არამედ გარე დაკვეთების მიხედვით და ეს გარე დაკვეთებიც განისაზღვრება არასწორად, გამომდინარე იქიდან, რომ მათი პატრონები, დამკვეთები ვერ გრძნობენ ქართული საზოგადოების მაჯისცემას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციის პატრონები არასწორად ხედავენ საქართველოში არსებულ მდგომარეობას, აქედან გამომდინარე, არასწორად ურჩევენ სლოგანებსაც და ეს არის მათი წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

„მათ აღიარეს, რომ ჩვენი ხელისუფლება კარგია და თავად პრეტენზია აქვთ, რომ უკეთესები არიან, თუმცა რამდენად ვინმეზე უკეთესები შეიძლება იყვნენ ეს ადამიანები, ამაზე საზოგადოებას უკვე გამოტანილი აქვს საკუთარი დასკვნები. არასწორად ხედავენ მათი პატრონები საქართველოში არსებულ მდგომარეობას. აქედან გამომდინარე, არასწორად ურჩევენ სლოგანებსაც და ეს არის მათი წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ისინი მოქმედებენ არა საკუთარი შეხედულებების, არამედ გარე დაკვეთების მიხედვით და ეს გარე დაკვეთებიც განისაზღვრება არასწორად, გამომდინარე იქიდან, რომ მათი პატრონები, დამკვეთები ვერ გრძნობენ ქართული საზოგადოების მაჯისცემას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.