ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია მიიღებს მძიმე პოლიტიკურ პასუხს, თუ გაბედავს რაიმე ტიპის დესტრუქციას, ეს არის პირობა ქართული საზოგადოების წინაშე
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია მიიღებს მძიმე პოლიტიკურ პასუხს, თუ გაბედავს რაიმე ტიპის დესტრუქციას, ეს არის პირობა ქართული საზოგადოების წინაშე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია მძიმე პოლიტიკურ პასუხს მიიღებს, თუ გაბედავს რაიმე ტიპის დესტრუქციას.

როგორც კობახიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ეს არის პირობა პირველ რიგში, ქართული საზოგადოების წინაშე.

„შარშანაც ასე იყო, სხვათა შორის მაშინაც მათივე ეგზიტპოლმა, ედისონის ეგზიტპოლმა, რომელიც „ფორმულაზე“ გამოქვეყნდა, დაადასტურა, რომ არჩევნები არ იყო გაყალბებული. ახლაც მათივე, ოპოზიციის ეგზიტპოლი ადასტურებს იმავეს და ამის მიუხედავად, ისინი ისევ ამ რაღაც კომიკურ სცენარში შედიან, საიდანაც ისინი გამოვლენ აუცილებლად წაგებულები. მაშინ კიდე 6-თვიანი საბოტაჟით რაღაც ქულების დაწერა მოახერხეს, ახლა მათ ამ დესტრუქციას არავითარი რესურსი არ აქვს. რა თქმა უნდა, ისინი მიიღებენ ძალიან მძიმე პოლიტიკურ პასუხს, თუ გაბედავენ რაიმე ტიპის დესტრუქციას. ეს არის პირობა პირველ რიგში, ქართული საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სამმა ტელეკომპანიამ საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა.