ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია ერთმანეთში იმ თანამდებობების განაწილებისთვის იბრძვის, რომელიც ბუნებაში არ არსებობს
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია ერთმანეთში იმ თანამდებობების განაწილებისთვის იბრძვის, რომელიც ბუნებაში არ არსებობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიცია ერთმანეთში თანამდებობების განაწილებისთვის იბრძვის.

ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა დედაქალაქში ექვსი საარჩევნო ოლქის დათმობასთან დაკავშირებით.

„სანამ „ქართული ოცნება“ პანდემიასთან დაკავშირებით პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავს, როგორც სამედიცინო კუთხით, ასევე ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით, მანამ ოპოზიცია ერთმანეთში იბრძვის თანამდებობების განაწილებისთვის. იმ თანამდებობების განაწილებისთვის, რომელიც ბუნებაში საერთოდ არ არსებობს, რაც ღიმილისმომგვრელია. სჯობს, მიხედონ საკუთარ 12 პროცენტიან, სამპროცენტიან და უფრო დაბალ რეიტინგებს და ასე მოემზადონ არჩევნებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.