ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია არის დეზორიენტირებული, მძიმე მდგომარეობაში, რაც, საბოლოო ჯამში, კარგია, შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და ეს ყველაფერი ქვეყნის სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას შეუწყობს ხელს
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია არის დეზორიენტირებული, მძიმე მდგომარეობაში, რაც, საბოლოო ჯამში, კარგია, შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და ეს ყველაფერი ქვეყნის სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას შეუწყობს ხელს

ოპოზიცია არის სრულად დეზორიენტირებული, მძიმე მდგომარეობაშია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიცია თვეების განმავლობაში ატყუებდა საკუთარ ამომრჩეველს, რომ ისინი იგებდნენ არჩევნებს, ახლა უწევთ თავის მართლება და ეს იწვევს მათ დეზორიენტაციას, უსუსურ მდგომარეობას.

„მთავარი მიზეზი არის ის, რომ მთელი ამ თვეების განმავლობაში ატყუებდნენ საკუთარ მხარდამჭერებს, რომ იგებდნენ არჩევნებს, რომ ჩვენი მხარდაჭერა იყო 20%, 30%, 35%, თუმცა, საბოლოო ჯამში, დადგნენ ფაქტის წინაშე და ახლა უწევთ თავის მართლება თავიანთი მხარდამჭერების წინაშე. ეს იწვევს მათ დეზორიენტაციას, უსუსურ მდგომარეობას, რაც, საბოლოო ჯამში, კარგია. ისინი უშვებენ შეცდომას შეცდომაზე და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას“, – განაცხადა პრემიერმა.