ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია დაკავებულია საბოტაჟით, ეს არის უცხოური აგენტურა, ეს ეხება პარტიებს და ე.წ. ენჯეოებს, რომლებიც პასუხისმგებლობას იზიარებენ ევროსაბჭოს ასამბლეაზე დამტკიცებულ სამარცხვინო დოკუმენტზე
ჩვენ ვიცით, რა არის ოპოზიციის როლი. ისინი დაკავებული არიან საბოტაჟით, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა. ეს ეხება პარტიებს, ე.წ. „ენჯეოებს“. ისინი ჩასული იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მიღებულ რეზოლუციას შეეხებოდა.
კობახიძის თქმით, ეს ადამიანები პასუხისმგებლობას იზიარებენ სამარცხვინო დოკუმენტზე, რომელიც დამტკიცდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.
„ჩვენ ვიცით, რა არის ოპოზიციის როლი, ისინი არიან დაკავებული საბოტაჟით. ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა. ეს ეხება პარტიებს, ეს ეხება ე.წ. „ენჯეოებს“. ისინი ჩასული იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის მხარდასაჭერად. ეს აჩვენებს მათ ბუნებას. ისინი პასუხისმგებლობას იზიარებენ იმ სამარცხვინო დოკუმენტზე, რომელიც დამტკიცდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ტრაგიკული მოვლენაა, თუმცა საზოგადოება აფასებს ამ ყველაფერს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.