ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ბრალდებების სიმცდარეში დარწმუნდა, რის გამოც გადამოწმების ნებისმიერ შეთავაზებას თავს არიდებს
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ბრალდებების სიმცდარეში დარწმუნდა, რის გამოც გადამოწმების ნებისმიერ შეთავაზებას თავს არიდებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან არჩევნების შედეგების გადამოწმების კიდევ ერთი ბერკეტია.

როგორც კობახიძე ამბობს, არჩევნების შედეგების გადამოწმებაზე უარის თქმა ცხადყოფს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ბრალდებების სიმცდარეში დარწმუნდნენ.

„ყველა მხარის ჩართულობა არის მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის არჩევნების შედეგების გადამოწმების კიდევ ერთი ბერკეტი, თანაც ძალიან ქმედითი. ოპოზიცია ამ ბერკეტს თავს რომ არიდებს, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ისინი თავადაც დარწმუნდნენ საკუთარი ბრალდებების სიმცდარეში. ისინი მუდმივად ამტკიცებდნენ, რომ არჩევნები იყო გაყალბებული. თანდათან თავადაც დარწმუნდნენ, რომ არჩევნები არ იყო გაყალბებული. აქედან გამომდინარე, თავის არიდება ხდება გადამოწმების ნებისმიერი შემოთავაზებისთვის, ეს არის საერთო სურათი. თუმცა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველა საკითხს ჩავეძიოთ, რაც ბრალდებებს უკავშირდებოდა. ამისათვის მუშაობს საგამოძიებო კომისია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.