ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ჩვენ შეთანხმებით ავიღეთ უკანონო დავალების ვალდებულება, რაც რბილად რომ ვთქვათ, ღიმილის მომგვრელია
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ჩვენ შეთანხმებით ავიღეთ უკანონო დავალების ვალდებულება, რაც რბილად რომ ვთქვათ, ღიმილის მომგვრელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მმართველმა პარტიამ შეთანხმებით აიღო უკანონო დავალების ვალდებულება, რაც ღიმილის მომგვრელია.

კობახიძის განმარტებით, ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ოქრუაშვილის საქმე გადადებულიყო ან აღკვეთის ღონისძიება  შეცვლილოყო, იყო სწორედ უკანონო დავალების მიცემა სასამართლოსთვის და პროკურატურისთვის.

„ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია. ჩვენ თხოვნა წარვადგინეთ. ჩვენი თხოვნის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ გვინდა, განიმარტოს, თუ რა დევს შეთანხმებაში. ამაზე არის საუბარი. როდესაც საუბარია ირაკლი ოქრუაშვილზე, ერთადერთი შესაძლებლობა, რომ გადადებულიყო მისი საქმე ან შეცვლილიყო მისი, ასე ვთქვათ, აღკვეთის ღონისძიება, პოლიტიკური ჩარევის საფუძველზე, ერთადერთი საშუალება იყო უკანონო დავალების მიცემა სასამართლოსთვის და პროკურატურისთვის, სხვანაირად გამორიცხულია. ანუ ოპოზიცია ამტკიცებს, იმას რომ ჩვენ შეთანხმებით ავიღეთ უკანონო დავალების მიცემის ვალდებულება, რაც არის, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილის მომგვრელი. ახლა ვნახოთ, როგორი იქნება ამასთან დაკავშირებით რეაქცია“, – განაცხადა კობახიძემ.

მმართველი პარტია მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვს, ნათელი მოფინონ შეთანხმების შინაარსს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით მმართველ გუნდს პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემის და უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება არ აუღია.