ირაკლი კობახიძე – ომების, დაუცველობის, იდენტობის კრიზისის დროს მსოფლიოს ძლიერი ევროპა სჭირდება, საქართველო რჩება სტრატეგიულ მოკავშირედ და დგას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინა ხაზზე
ომების, დაუცველობისა და იდენტობის კრიზისის დროს მსოფლიოს ძლიერი ევროპა სჭირდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო რჩება სტრატეგიულ მოკავშირედ და დგას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინა ხაზზე.
„ალბანეთში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეექვსე სამიტზე სიტყვით მივმართე ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დემოკრატიული მედეგობის განმტკიცების თემაზე ორგანიზებული მრგვალი მაგიდის მონაწილეებს.
საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ერთგული მოკავშირე, თუმცა მას [საქართველოს] არაერთხელ ექცეოდნენ უსამართლოდ.
ომების, დაუცველობისა და იდენტობის კრიზისის დროს, მსოფლიოს ძლიერი ევროპა სჭირდება.
საქართველო რჩება სტრატეგიულ მოკავშირედ და დგას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინა ხაზზე“,- აღნიშნავს პრემიერი.
At the 6th European Political Community Summit in 🇦🇱, I addressed the roundtable on Securing Europe & Strengthening Democratic Resilience.
Georgia has always stood as a loyal ally of Europe, yet has often faced unfair treatment.
In a time of war, insecurity & identity crises,… pic.twitter.com/6stJwrJ3sT
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) May 16, 2025