ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს ეწვევა
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, დღეს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს ეწვევა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ჰანი ალ მულქის შეხვდება.

დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ატეფ ტარავნესთან და სენატის პრეზიდენტ ფაიზალ ალ ფაიეზთან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს ასევე იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ მუსტაფა იაღისთან და ჯგუფის წევრებთან გამართავს.

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ვიზიტს პირველ მარტს დასრულდება.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან დეპუტატები ზაქარია ქუცნაშვილი, მამუკა მდინარაძე, შალვა კიკნაველიძე, ირაკლი მეზურნიშვილი, მამუკა ჩიქოვანი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე.