ირაკლი კობახიძე - ნიკანორ მელიამ მედიის მიკროფონი გამოიყენა ძალადობის დემონსტრირებისთვის, მედიიის მიმართ ძალადობა არის „ნაცმოძრაობის“ და კონკრეტულად ნიკანორ მელიას ხელწერა
ირაკლი კობახიძე - ნიკანორ მელიამ მედიის მიკროფონი გამოიყენა ძალადობის დემონსტრირებისთვის, მედიიის მიმართ ძალადობა არის „ნაცმოძრაობის“ და კონკრეტულად ნიკანორ მელიას ხელწერა

ნიკანორ მელიამ მედიის მიკროფონი გამოიყენა ძალადობის დემონსტრირებისთვის, მედიიის მიმართ ძალადობა არის „ნაცმოძრაობის“ და კონკრეტულად ნიკანორ მელიას ხელწერა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, როგორ შეაფასებდა ევროკავშირის ოფისთან ინციდენტის დროს, ნიკა მელიას მიერ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევას.

რაცშეეხება ჟურნალისტის კითხვას, რომელიც კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის მხრიდან მსგავს ქმედებას შეეხებოდა, კობახიძემ აღნიშნა, რომ თეა წულუკიანის შემთხვევაში იყო „პოლიტიკური, მარტივი პერფორმანსი კონკრეტულ დღეს“.

„ეს არის კიდევ ერთხელ მისი სახე, მან აჩვენა თავისი სახე. რაც შეეხება თეა წულუკიანს, მისი მხრიდან ეს იყო პოლიტიკური, კონკრეტული, მარტივი პერფორმანსი იმ კონკრეტულ დღეს, რაც შეეხება ნიკანორ მელიას, მან მედიის ერთ-ერთი ატრიბუტი, მიკროფონი გამოიყენა ძალადობის დემონსტრირებისთვის. მედია და ძალადობა, ეს კომბინაცია, მედიიის მიმართ ძალადობა არის ზუსტად „ნაცმოძრაობის“ ხელწერა და კონკრეტულად, ​ნიკანორ მელიას ხელწერა. არც მედიაზე ძალადობა, არც ბიზნესზე ძალადობა და ა.შ., მათ აღარასდროს აღარ გაუვათ ამ ქვეყანაში, ისინი ვერასდროს ვერ დაიბრუნებენ იმის ბერკეტებს, რომ იძალადონ ან მედიაზე ამ ბიზნესზე, ადამიანებზე, პატიმრებსა და ა.შ. ეს მოძალადეები ბუნებრივია, ხელისუფლებაში ვეღარასდროს ვეღარ დაბრუნდებიან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი