ირაკლი კობახიძე - ნიკა მელიამ „ხუთიანიც“ კი არ გამოაკრა საკუთარ ბილბორდებზე, ეს არის ბავშვური გათვლები და ბავშვური თამაშები
ირაკლი კობახიძე - ნიკა მელიამ „ხუთიანიც“ კი არ გამოაკრა საკუთარ ბილბორდებზე, ეს არის ბავშვური გათვლები და ბავშვური თამაშები

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ბოროტი პოლიტიკური ძალა, რომელიც შედგება ბოროტი ადამიანებისგან და მელია არის ერთ-ერთი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მას ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვა ნიკა მელიას მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის შესაძლო დატოვებასა, ასევე მიხეილ სააკაშვილსა და მელიას შორის დაპირისპირებაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

„არის შიდა დაპირისპირებები, კონფლიქტები „ნაცმოძრაობაში“, რამდენიმე ჯგუფია და ეს არის მათი ერთი პრობლემა. გარდა ამისა, მელიას აქვს რაღაც თამაშები, „ხუთიანიც“ არ გამოაკრა საკუთარ ბილბორდებზე, ფიქრობს, რომ თუ გაემიჯნება, რაღაც ფსიქოლოგიურად „ნაცმოძრაობას“, ამ შემთხვევაში მეტ ხმას მიიღებს და ა.შ. ეს არის რაღაც ბავშვური გათვლები და ბავშვური თამაშები. სინამდვილეში, მთავარი არის ერთი, რომ ეს არის ერთიანი, პოლიტიკური, ბოროტი პოლიტიკური ძალა, რომელიც შედგება ბოროტი ადამიანებისგან და მელია არის ერთ-ერთი. სააკაშვილი, მელია არიან ბოროტი ადამიანები, რომლებსაც აქვთ ბოროტი ზრახვები, ამის აღსრულების საშუალება მათ ბუნებრივია არ მიეცემათ, ამაზე პასუხისმგებელი არის ჩვენი ხელისუფლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.