ირაკლი კობახიძე - ნიკა გვარამია და ნიკანორ მელია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს საბჭოთა კავშირს ადარებენ, ეს არის ფსკერი
ირაკლი კობახიძე - ნიკა გვარამია და ნიკანორ მელია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს საბჭოთა კავშირს ადარებენ, ეს არის ფსკერი

„ნიკა გვარამია და ნიკანორ მელია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს საბჭოთა კავშირს ადარებენ, ეს არის ფსკერი და უფრო მეტი, ვიდრე ფსკერი – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი არ არის საქართველოს პარლამენტში.

„ჩვენი გადაწყვეტილების ცვლილება სწორედ ამან განაპირობა. პირიქით, დღეს მიგვაჩნია, რომ თუ ასეთი პოლიტიკური პარტიები და მათი წარმომადგენლები დაწერენ განცხადებას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, მათ ეს განცხადება უცილობლად უნდა დაუკმაყოფილდეთ“, – განაცხადა კობახიძემ.

დატოვე კომენტარი