ირაკლი კობახიძე - ნებისმიერი დაპირება, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმას, დაპირისპირების სანაცვლოდ ქრთამის შეთავაზება სისხლის სამართლის დანაშაულია
ირაკლი კობახიძე - ნებისმიერი დაპირება, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმას, დაპირისპირების სანაცვლოდ ქრთამის შეთავაზება სისხლის სამართლის დანაშაულია

არსებობს სახელმწიფო სისტემა, სახელმწიფო სისტემას ემსახურებიან საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები და ნებისმიერი დაპირება, რომელიც უკავშირდება სისტემის წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმას, არის უკანონო დაპირება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ლევან ხაბეიშვილს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება იყო სისხლის სამართლის დანაშაული.

„საუბარი იყო სახელმწიფო სისტემის წინააღმდეგ დაპირისპირებაზე და ამის სანაცვლოდ 200 000 აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის შეთავაზება გაკეთდა. რა თქმა უნდა, ეს არის ცალსახად სისხლის სამართლის დანაშაული“, – განაცხადა პრემიერმა.